воскресенье, 10 апреля 2016 г.



        ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს განვიხილეთ მერვე მოდული.  როგორ წარმოვადგინოთ ეფექტურად   და გაუზიაროთ კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება. გავიხსენეთ,რომ საპრეზენტაციო ჩვენება მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
გადავხედეთ ჩვენს პორთფილიოს და ავტვირთვთ ბლოგზე, შევქმენით პორთფოლიოს სანახავი ვერსია.
   ტრენინგის  ამ კურსმა საინტერესო და ახალი უნარ- ჩვევები შემძინა, დამანახა პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები, თუ როგორ  შეიძლება უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად მივაღწიოთ თემის სიღრმისეულ შესწავლას.
როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში-შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, როგორ შეიძინონ   21--ის უნარ-ჩვევები, რაც  ... გამჭოლი კომპედენციებია. ჩემთვის მართლაც ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი, რომელმაც ნათლად დამანახვა პროექტების მნიშვნელობა სასწავლო პროექტების უკეთ წარმართვისათვის.
 დიდი მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს, ტრენინგის საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმართვისათვის.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

      ტრენინგის  მერვე დღე
   დავათვალიერეთ ერთმანეთის საქაღალდეები, გავაკეთეთ უკუკავშირი. განვიხილეთ მეექვსე მოდული. მოცემული მოდული დამეხმარება გავაანალიზო დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე თვა ლსაზრისით.
     გავეცანით როგორ მოვარგოთ ინდივიდიალურად სასწავლო პროექტის გეგმა განსაკუთრებულისაწიროებების მქონე მოსწავლეებს.




суббота, 2 апреля 2016 г.

       
ტრენინგის მე-7 

 მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. შევაფასეთ , მივიღეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.
 განვიხილეთ ,თუ როგორ უნდა შევქმნათ სასქავლო გარემოპროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების გაუმჯობესებისათვის. გავეცანით  მეშვიდე მოდულს. ვისწავლეთ როგორ  შევქმნათ ფასილიტაციის ნიმუშები.
.

воскресенье, 27 марта 2016 г.

             ტრენინგის   6 დღე

        განვიხილეთ მოდული 4.
         
შევეხეთ მთავარ კითხვას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლის შეფასების მიზნით.        
         
კოლაბორაციული  მუშაობის მიზნით  შევქმნით  ჯგუფებს,  რომლებიც ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრს პროექტთან დაკავშირებით.
       
პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს, საშუალებას მივცემ თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო შინაარსი,განახორციელოს  სამუშო ტიპები, რითაც წარმოაჩენს საკუთარ ინდივიდუალურობას. კოლაბორაციული მუშაობისას მოსწავლეებს უწევთ ინიციატივის გამოჩენა, რაც შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს მათთვის.
         
მაგალითზე განვიხილეთ და ვნახეთ როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ  ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის. წარმოადგინოს პრეზენტაციის  ნიმუში, გასმოგვცეს პუბლიკაციით ( გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ბიულეტენი, ბლოგი).
     
ჩემთვის სიახლე იყო, რომ ზუსტი ძიებისათვის შემიძლია   სამი მიმანიშნებელი სიტყვა ჩავსვა ბრჭყალებში  და ასე მოვიძიო იოლად, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.ტრენინგი საინტერესო იყო, მომეწონა.






суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე:
   განვიხილეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და იდიკატორები.
გავეცანით უკუკავშირის მეთოდებს, საახეებს.
კონსტრიქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს, თექსტური რედაქტორის გამოყენებას უკუკავშირისათვის.
  ასევე გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართებლივ ნორმებს, საავტორო უფლებებს. გვქონდა შეფასების გეგმის პრეზენტაცია.



воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე
    
 დღეს გავეცანით სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და შეფასების სტრატეგიებს , რის საშუალებითაც კარგად განვსაზღვრავთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას. განვიხილეთ მეთოდები მიზნები და ინსტრუმენტები ანუ შეფასების საწიროებები. განხილული ცხრილები ხელს შეგვიწყობს დროულად დავეხმაროთ მოსწავლეებს.



суббота, 19 марта 2016 г.

ტრენინგის  მესამე დღეს გავიარეთ მოდული 2-ის პირველიდა მეორე თემა. გავეცანი , რომ ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით ხდება.
    სტანდარტ დაფუძნებულ პროექტებში მოსწავლეები სიღრმისეულად ეცნობიან თემატურ და მიღებულ ცოდნასრომელსაც რეალურ ცხოვრებაში იყენებენ.
 გავეცანით სამ ძირითად კითხვას :ზოგადი კითხვა, თემატური და შინაარსობრივი.
რომელიც დამეხმარება სტანდარტისმიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. 
განვიხილეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი პროექტების პირველი მონახაზი, მივეცით და გავითვალისწინეთ რჩევები.
      ავტვირთე ჩემს მიერ შექმნილი ბროშურა. იმედია მოეწონებათ.










;

воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი პროექტგაკვეთილის შექმნას. პროექტებზე სწავლება კი მქონდა წარმოდგენილი,მაგრამ ახლა დეტალებში გავიგე , თუ როგორია პროექტზე მუშაობა. 21-ე საუკუნისპროექტზე მუშაობის დროს აუცილებლად უნდა გავიდე შედეგზე.
  ვისწავლე ელექტრონული წიგნის შექმნა,რაც ჩემთვის იყო სიახლე. ,და ძალიან მომეწონა. მომეწონა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტი ხიდზე მუშაობა.
   ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი. ინტელის ძირითადი  არსს ჩავწვდით.


   დიდი მადლობა ჩვენ თრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.