воскресенье, 27 марта 2016 г.

             ტრენინგის   6 დღე

        განვიხილეთ მოდული 4.
         
შევეხეთ მთავარ კითხვას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლის შეფასების მიზნით.        
         
კოლაბორაციული  მუშაობის მიზნით  შევქმნით  ჯგუფებს,  რომლებიც ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრს პროექტთან დაკავშირებით.
       
პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს, საშუალებას მივცემ თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო შინაარსი,განახორციელოს  სამუშო ტიპები, რითაც წარმოაჩენს საკუთარ ინდივიდუალურობას. კოლაბორაციული მუშაობისას მოსწავლეებს უწევთ ინიციატივის გამოჩენა, რაც შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს მათთვის.
         
მაგალითზე განვიხილეთ და ვნახეთ როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ  ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის. წარმოადგინოს პრეზენტაციის  ნიმუში, გასმოგვცეს პუბლიკაციით ( გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ბიულეტენი, ბლოგი).
     
ჩემთვის სიახლე იყო, რომ ზუსტი ძიებისათვის შემიძლია   სამი მიმანიშნებელი სიტყვა ჩავსვა ბრჭყალებში  და ასე მოვიძიო იოლად, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.ტრენინგი საინტერესო იყო, მომეწონა.






1 комментарий:

  1. თინა მასწავლებელო ძალიან საინტეტესოა თქვენი გაზეთი. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить